განათლება
საჯარო სკოლებში ექსტერნის გამოცდები დაიწყო
საჯარო სკოლებში ექსტერნატის გამოცდები 15 მარტს დაიწყო და 25 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტის თამარ რუაძის განცხადებით, სულ 21 აპლიკანტი დარეგისტრირდა.
„ექსტერნის მსურველთა რეგისტრაცია 28 თებერვალს დასრულდა. 21 აპლიკანტიდან სამი მეთორმეტე კლასის ექსტერნია, რომელთა გამოცდაც 20-დან 24 მარტის ჩათვლით, მეორე საჯარო სკოლაში ჩატარდება. “

რაც შეეხება იმ აპლიკანტებს, რომლებსაც სურთ კლასი წინასწარ დაძლიონ სადაც სწავლობენ, გამოცდას იმავე სკოლაში ჩააბარებენ.



| Print |
FaceBook Twitter Google