განათლება
პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო
პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეს 14:00 საათზე დაიწყება  და 27 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.


ამ ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, სადაც რეგისტრირდებიან მხოლოდ ის მოსწავლეები: რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია (მშობელი და არა ბებია ან ბაბუა); რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება სკოლაში 2018 წლის 30 აპრილიდან 2018 წლის 7 მაისის ჩათვლით განხორციელდებაწელს 2018-2019 სასწავლო პირველ კლასში შესვლას 16 და 17 სექტემბერს დაბადებული ბავშვებიც შეძლებენ.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა ასეთია:
• მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
• დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
• სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.

| Print |
FaceBook Twitter Google