განათლება
მეორე კლასში საგაკვეთილო პროცესი ხუთი წუთით შემცირდება
ახალი სასწავლო წლიდან მეორე კლასელი მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესი 5 წუთით შემცირდება. ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განაცხადა.



მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, წელს დაწყებით საფეხურზე, პირველიდან მე-6 კლასამდე ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ინერგება, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ნაკლებად დამღლელი საგაკვეთილო პროცესია.
„წელს, დაწყებით საფეხურზე, პირველიდან მე-6 კლასამდე ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ინერგება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა კლასში გვექნება შინაარსობრივად და ტექნიკურად განახლებული სახელმძღვანელოები აბსოლუტურად განსხვავებული მეთოდოლოგიური მიდგომით. მოგეხსენებათ, ახლა მიმდინარეობს სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი. იმედი გვაქვს, განახლებული სახელმძღვანელოებით, განახლებული მიდგომებით, ასევე მეორე კლასელებისთვის 5 წუთით შემცირებული გაკვეთილებით, რაც ერთ-ერთი მიდგომაა, რომ ძალიან დამღლელი არ იყოს საგაკვეთილო პროცესი - ახალი სასწავლო წელი 17 სექტემბერს სკოლაში მისული მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო იქნება.ჩვენ გვინდა მოსწავლეს ვასწავლოთ სწავლის სწავლა, რომ მეტად იყოს უნარებზე ორიენტირებული და ნაკლებად - დაზეპირებაზე; მეტად აზროვნებასა და ლოგიკაზე და ნაკლებად - ტვიტრთადქცეულ დავალებებზე, რომელიც მოსწავლეს არაფერს აძლევს“, - განაცხადა მან.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
24 აპრილიდან მეთორმეტე კლასის მოსწავლეების მიერ გაცდენილი საათები
აღარ დაიანგარიშება. თუმცა, ამ პერიოდში, მათთვის სკოლაში სასწავლო
პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს.
24 აპრილიდან მეთორმეტე კლასის მოსწავლეების მიერ გაცდენილი საათები აღარ დაიანგარიშება. თუმცა, ამ პერიოდში, მათთვის სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს.
16:48 / 12.04.2018
პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეს 14:00 საათზე
დაიწყება  და 27 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეს 14:00 საათზე დაიწყება  და 27 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
12:28 / 10.04.2018
მთავრობის სხდომაზე, სკოლებში მანდატურის ინსტიტუტის გაძლიერებასთან
დაკავშირებით განათლებისა და შს სამინისტროების მიერ ერთობლივად
შემუშავებული ინიციატივა განიხილეს.
მთავრობის სხდომაზე, სკოლებში მანდატურის ინსტიტუტის გაძლიერებასთან დაკავშირებით განათლებისა და შს სამინისტროების მიერ ერთობლივად შემუშავებული ინიციატივა განიხილეს.
17:05 / 04.04.2018
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2018-2019
სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყება.
16:53 / 28.03.2018
საჯარო სკოლებში ექსტერნატის გამოცდები 15 მარტს დაიწყო და 25 მარტის
ჩათვლით გაგრძელდება.
საჯარო სკოლებში ექსტერნატის გამოცდები 15 მარტს დაიწყო და 25 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
12:56 / 19.03.2018
სხვა ამბები
29 აპრილს გურჯაანის სპორტკომპლექსში ცურვის ოთხ სახეობაში საქართველოს პირველობა ჩატარდება.
16:36 / 23-04-2018
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის სპორტის სხვადასხვა სახეობებში ზონალური ტურნირები დაიწყო.
15:25 / 20-04-2018
ქალაქ ბათუმში, საჭადრაკო კლუბ "ნონას“ ორგანიზებით, სენიორ მოჭადრაკეთა შორის საერთაშორისო ტურნირი - "გურამ ჭანტურიას თასი-2018“ ჩატარდა.
14:04 / 19-04-2018
24 აპრილიდან მეთორმეტე კლასის მოსწავლეების მიერ გაცდენილი საათები აღარ დაიანგარიშება. თუმცა, ამ პერიოდში, მათთვის სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს.
16:48 / 12-04-2018
ახალი სასწავლო წლიდან მეორე კლასელი მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესი 5 წუთით შემცირდება. ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განაცხადა.
16:21 / 11-04-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2018 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.