განათლება
მეთორმეტე კლასელებს უფლება ექნებათ გაკვეთილებს აღარ დაესწრონ
24 აპრილიდან მეთორმეტე კლასის მოსწავლეების მიერ გაცდენილი საათები აღარ დაიანგარიშება. თუმცა, ამ პერიოდში, მათთვის სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს.


როგორც გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დალი მინდიაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, მათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებას აძლევთ, თავისუფალი დასწრებით ისარგებლონ.
„უკვე რამდენიმე წელიწადია აპრილის მესამე დეკადაში გამოდის მინისტრის ბრძანება , რომლის მიხედვითაც განსაზღვრული რიცხვიდან გაცდენების შემთხვევაში მეთორმეტე კლასელებისთვის დაწერილი არები აღარ ითვლება. სამინისტრო აძლევს ბავშვებს საშუალებას სახლში გააგრძელონ მეცადინეობა კონკრეტული მიმართულებით. ამ დროს უკვე დასრულებულია პროგრამები და ახალი მასალები აღარ იხსნება. სასწავლო პროცესი ჩეულებრივ გრძელდება და მინდა გითხრათ, რომ ბავშვები მაშინ უფრო ინტენსიურად დადიან.“

მისივე თქმით, მე-12 კლასელებისთვის წელს სწავლა 20 მაისს დასრულდება.




| Print |
FaceBook Twitter Google