განათლება
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო
2018-2019 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს დაიწყო და რვა ივნისის 18:00 საათზე დასრულდება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე www.registration.emis.ge ხორციელდება. უწყების ინფორმაციით, მოსწავლის და მისი მშობლის შესახებ ეკრანზე გამოტანილი ყველა ველის შევსება სავალდებულოა. ეკრანზე გამოსახულ რეგისტრაციის კოდს რეგისტრატორი მიიღებს, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით.რეგისტრაციის პროცესში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია პირი, რომელიც უშუალოდ ახდენს ბავშვის რეგისტრაციას.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2018 წლის 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში არ წარმოდგენის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წლისათვის იმзшкмудлдфыудуиш მოსწავლეებსაც შეეძლებათ პირველკლასელად დარეგისტრირება, რომლებიც 16 და 17 სექტემბერს არიან დაბადებულები. რაც შეეხება რეგისტრაციის მესამე ეტაპს, 2 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.


| Print |
FaceBook Twitter Google