განათლება
სკოლის კურსდამთავრებულები ატესტატს 25 ივნისიდან აიღებენ
2018 წელს საატესტატო გამოცდაზე გასულ მოსწავლეებს, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღება 25 ივნისიდან შეუძლიათ.
დაინტერესებულმა პირმა, ატესტატის მიღების მიზნით უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს.
ვის შეუძლია მოითხოვოს ატესტატი შესაბამის დაწესებულებაში:
იუსტიციის სახლის ინფორმაციით, დოკუმენტის გამოთხოვაზე უფლებამოსილია, დაინტერესებული სრუწლოვანი ქმედუნარიანი პირი პირადად; დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე; არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი; 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი პირი, თუ იგი ფლობს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს. მინდობილობა შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს: სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით; სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე თანხმობის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატვის გზით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

რა ვადებშია შესაძლებელი ატესტატის აღება
დაინტერესებული პირი უფლებამოსილია პირველადი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად მიმართოს იუსტიციის სახლის ან სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს. თუ დაინტერესებული პირი პირველადი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის მისაღებად უფლებამოსილ სამსახურს არ მიმართავს სასწავლო წლის ბოლომდე, დაინტერესებულ პირზე მომდევნო წელს გაიცემა ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი.

რა დოკუმენტებია საჭირო პირველადი ატესტატის მისაღებად:
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• დაბადების მოწმობა – თუ ზოგადი განათლების დამადატურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატეტატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი;
• სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა – თუ ზოგადი განათლების დამადატურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატეტატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს დაინტერესებული პირის წარმომადგენელი;
• დოკუმენტის დაჩქარებული წესით გაცემის შემთხვევაში – დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარი.


ატესტატის აღების ვადა და საფასური. პირველადი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა მე-10 სამუშაო დღეს უფასოა. პირველადი ატესტატის დაჩქარებული წესით გაცემის შემთხვევაში მომსახურეობის ვადა და საფასური შემდეგნაირად განისაზღრება:
• განცხადების წარდგენის დღიდან მე-5 სამუშაო დღეს და დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 20 ლარი;
• განცხადების წარდგენის დღიდან მე-3 სამუშაო დღეს და დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 30 ლარი;
• განცხადების წარდგენის დღიდან მე-2 სამუშაო დღეს და დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 40 ლარი;
• განცხადების წარდგენის დღეს და დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 50ლარი.




Print E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები ატესტატი / სკოლა /
ამავე კატეგორიაში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის
დაწყების თარიღად 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად - 15 ივნისი
განისაზღვრა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად - 15 ივნისი განისაზღვრა.
18:02 / 30.07.2018
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი
ეროვნული გამოცდების პირველ დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის
პირველი სესიის გამოცდაზე, აბიტურიენტების 4%–ზე მეტი არ გამოცხადდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის პირველი სესიის გამოცდაზე, აბიტურიენტების 4%–ზე მეტი არ გამოცხადდა.
12:02 / 02.07.2018
გურჯაანის პირველ საბავშვო ბაგა-ბაღში ორი ივლისიდან ფუნქციონირებას
ე.წ საზაფხულო ჯგუფები დაიწყებს.
გურჯაანის პირველ საბავშვო ბაგა-ბაღში ორი ივლისიდან ფუნქციონირებას ე.წ საზაფხულო ჯგუფები დაიწყებს.
10:57 / 27.06.2018
მეთერთმეტე კლასის საატესტატო გამოცდები დასრულდა. წელს გურჯაანის
მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამოცდას 500 მოსწავლე აბარებდა.
მეთერთმეტე კლასის საატესტატო გამოცდები დასრულდა. წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამოცდას 500 მოსწავლე აბარებდა.
16:16 / 19.06.2018
საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, გაცდენების ექსტერნი
გამოცდების განრიგი განისაზღვრა. განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია მე–7, მე–8, მე–9, მე–10, მე–11
კლასის მოსწავლეებზე.
საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, გაცდენების ექსტერნი გამოცდების განრიგი განისაზღვრა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია მე–7, მე–8, მე–9, მე–10, მე–11 კლასის მოსწავლეებზე.
11:42 / 14.06.2018
სხვა ამბები
გურჯაანის სპორტკომპლექსში კრივში მუნიციპალიტეტის პირველობა „ღია რინგი“ გაიმართა.
12:28 / 17-08-2018
ხვალ 11 აგვისტოს სოფელ კალაურში მინი ფეხბურთში აგვისტოს ომის გმირის ალექსი ნატროშვილის სახელობის ტურნირი გაიმართება.
16:00 / 10-08-2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად - 15 ივნისი განისაზღვრა.
18:02 / 30-07-2018
გურჯაანის დავით ყიფიანის სახელობის სტადიონზე აფხაზეთის ნაკრებსა და გურჯაანის „ალაზანს“ შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა.
13:43 / 27-07-2018
ქალაქ ყვარელში ე.წ. აღდგომის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. უწყების ინფორმაციით, XVIII-XIX სს-ის ეკლესია დარბაზულია (10,7×6,8 მ) და რიყის ქვით არის ნაგები.
12:41 / 26-07-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« აგვისტო 2018 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.