განათლება
სკოლის კურსდამთავრებულები ატესტატს 25 ივნისიდან აიღებენ
2018 წელს საატესტატო გამოცდაზე გასულ მოსწავლეებს, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღება 25 ივნისიდან შეუძლიათ.
დაინტერესებულმა პირმა, ატესტატის მიღების მიზნით უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს.
ვის შეუძლია მოითხოვოს ატესტატი შესაბამის დაწესებულებაში:
იუსტიციის სახლის ინფორმაციით, დოკუმენტის გამოთხოვაზე უფლებამოსილია, დაინტერესებული სრუწლოვანი ქმედუნარიანი პირი პირადად; დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე; არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი; 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი პირი, თუ იგი ფლობს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს. მინდობილობა შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს: სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით; სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე თანხმობის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატვის გზით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

რა ვადებშია შესაძლებელი ატესტატის აღება
დაინტერესებული პირი უფლებამოსილია პირველადი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად მიმართოს იუსტიციის სახლის ან სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს. თუ დაინტერესებული პირი პირველადი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის მისაღებად უფლებამოსილ სამსახურს არ მიმართავს სასწავლო წლის ბოლომდე, დაინტერესებულ პირზე მომდევნო წელს გაიცემა ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი.

რა დოკუმენტებია საჭირო პირველადი ატესტატის მისაღებად:
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• დაბადების მოწმობა – თუ ზოგადი განათლების დამადატურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატეტატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი;
• სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა – თუ ზოგადი განათლების დამადატურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატეტატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს დაინტერესებული პირის წარმომადგენელი;
• დოკუმენტის დაჩქარებული წესით გაცემის შემთხვევაში – დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარი.


ატესტატის აღების ვადა და საფასური. პირველადი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა მე-10 სამუშაო დღეს უფასოა. პირველადი ატესტატის დაჩქარებული წესით გაცემის შემთხვევაში მომსახურეობის ვადა და საფასური შემდეგნაირად განისაზღრება:
• განცხადების წარდგენის დღიდან მე-5 სამუშაო დღეს და დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 20 ლარი;
• განცხადების წარდგენის დღიდან მე-3 სამუშაო დღეს და დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 30 ლარი;
• განცხადების წარდგენის დღიდან მე-2 სამუშაო დღეს და დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 40 ლარი;
• განცხადების წარდგენის დღეს და დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 50ლარი.




| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ატესტატი / სკოლა /