განათლება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში გეოგრაფიის გამოცდაზე რვა მეთერთმეტე კლასელი ჩაიჭრა
მე–11 კლასის მოსწავლეებისთვის 2018 წლის საატესტატო გამოცდები გუშინ გეოგრაფიით დაიწყო. როგორც ჩვენთან საუბარში საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დალი მინდიაშვილმა განაცხადა, წელს გამოცდებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 500-მდე ბავშვი აბარებს.
„გუშინ ჩატარდა გეოგრაფიის გამოცდა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით პირველადი მონაცემებით რვა მოსწავლე ჩაიჭრა. რაც შეეხება ბიოლოგიას, გამოცდა ამჟამადაც გრძელდება. ამ ეტაპზე მხოლოდ ოთხი წარუმატებელი მოსწავლე გვყავს. სრული მონაცემები ხვალ იქნება ცნობილი.“
14 და 15 ივნისს გამოცდები ფიზიკასა და ქიმიაში ჩატარდება.
| Print |
FaceBook Twitter Google