საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის
დაწყების თარიღად 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად - 15 ივნისი
განისაზღვრა.
„იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს,
სასწავლო წელი დაიწყოს 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს,
ხოლო თუ 15 ივნისი ემთხვევა დასვენების დღეს, სასწავლო წლის
დასრულების თარიღად განისაზღვროს 15 ივნისის წინა პარასკევი,“ -
აღნიშნულია ბრძანებაში.
მასალის გამოყენების პირობები