განათლება
ახალი სასწავლო წლიდან მეხუთე კლასელებისთვის პირველ სემესტრში ნიშნები აღარ დაიწერება
განათლების სისტემაში ცვლილებებია. მეხუთე კლასის მოსწავლეები პირველ სემესტრში ნიშნებით აღარ შეფასდებიან.

როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დალი მინდიაშვილმა განაცხადა, ეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან ჰუმანური გადაწყვეტილებაა.
„იცვლება შეფასების სისტემა. მეხუთე კლასის პირველ სემესტრში მოსწავლეები არ შეფასდებიან ქულებით. მათ ემატებათ საგნები, შედიან სხვადასხვა პედაგოგები. ამან შეიძლება ბავშვზე დამთრგუნველად იმოქმედოს. ამდენად, მეხუთე კლასში პირველი სემესტრი იქნება შეგუების, ეს საკმარისი დროა ადაპტაციისთვის და მეორე სემესტრიდან დაიწყება ნიშნების წერა.“

დალი მინდიაშვილის თქმით, ასევე, მეორედან მეოთხე კლასის ჩათვლით ახალი სასწავლო წლიდან საგაკვეთილო პროცესი ხუთი წუთით შემცირდება.







| Print |
FaceBook Twitter Google