განათლება
რამდენმა სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო გრანტი
ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები უკვე ცნობილია. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა განმარტა, წელს 10 614-მა ახალგაზრდამ მოიპოვა დაფინანსება.
„ათასზე ოდნავ მეტია 100%-იანი გრანტის მფლობელი, 1500-მდეა იმ ახალგარზრდების რაოდენობა, რომლებმაც  70%-იანი დაფინანსება მოიპოვეს, ხოლო დაახლოებით 4000-მდე ახალგარზრდა 50%-იანი დაფინანსება მიიღო.
საერთო ჯამში, შედეგების მიხედვით, 6500-ზე მეტია იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებმაც საკუთარი შედეგებით მოახერხეს გრანტის მოპოვება, დანარჩენი იმ სტუდენტებს ეხებათ, რომლებიც ჩაირიცხებიან ისეთ ფაკულტეტებზე, სადაც სწავლება ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.“
აქვე შეგახსენებთ, რომ 2018-2019 სასწავლო წლისთვის 27 906 ახალგაზრდა გახდა სტუდენტი, რაც მონაწილე აბიტურიენტების 70 %-ია.
| Print |
FaceBook Twitter Google