განათლება
გურჯაანის მერია სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურად დაუცველ ობოლ სტუდენტებს, სწავლას 1000 ლარით დაუფინანსებს.

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსის სოფიო ქუმსიაშვილის გნმარტებით, ამ ეტაპზე მერიას უკვე ექვსმა სტუდენტმა მიმართა.
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამების ერთ - ერთი მნიშვნელოვანი ქვეპროგრამა არის სოციალურად დაუცველი ობოლი სტუდენტის სწავლის გადასახადის თანადაფინანსება. სარგებლობის უფლება აქვს იმ პირს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა 150 ათასამდეა. წელს ექვსმა უკვე მოგვმართა და დავაფინანსეთ. სულ განსაზღვრულია 20 ათასი ლარი, ასე რომ მსურველებს კვლავაც შეუძლიათ მოგვმართონ. “

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პროგრამას მუნიციპალიტეტი მესამე წელია ახორციელებს, შარშან მათ 8 სტუდენტს 500-500 ლარი დაუფინანსეს, წელს კი თანხა გაორმაგდა.



| Print |
FaceBook Twitter Google