განათლება
გურჯაანის საჯარო სკოლებში დებატ კლუბები შეიქმნება
,,საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ ინიციატივით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დებატ კლუბები შეიქმნება.

პროექტი მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილისა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
საგანამანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის ინფორმაციით, კლუბებში გაწევრიანების მსურველმა პეტაგოგებმა რეგისტრაცია ელექტრონულად უნდა გაიარონ.
„პროექტის მიზანია სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის მომზადება საკლუბო საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის, ასევე არასაკლასო აქტივობებით მოსწავლეთა სოციალიზაციისა და თვითრეალიზაციის ხელშეწყობა. ამისთვის დაგეგმილია ტრენინგები. ჩვენ პრეზენტაციის სახით, რომელსაც განათლებისა და დებატების ინსტიტუტის ხელმძღვანელი თინათინ ცერცვაძე უძღვებოდა სკოლამდე ინფორმაცია მივიტანეთ. ამის შემდეგ პედაგოგებმა თვითონ უნდა გამოთქვან თანამშრომლობის სურვილი.“

დალი მინდიაშვილის თქმით, კლუბების შექმნა თითოეული სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„მოხდება ბავშვთა ინტერესის სფეროების გაფართოება, ასევე იმ უნარების განვითარება, რომელიც ხელს შეუწყობს ისეთი მოქალაქის ჩამოყალიბებას, რომლისთვისაც განსხვავებული აზრი მისაღები იქნება. უკვე გვაქვს ამის გამოცდილება: შაშიანის, ვაზისუბნისა და კალაურის სკოლებში, სადაც ვორდვიჟენი იყო შესული. ამ სკოლის ბავშვებმა მიიღეს განსხვავებული აზრის გამოხატვის, ოპონენტის მოსმენის, საკუთარი შესაძლებლობის გამოვლენის და გუნდური მუშაობის გამოცდილება.“

დალი მინდიაშვილის ინფორმაციით, პედაგოგების რეგისტრაცია ექვს ოქტომბრამდე გაგრძელდება.






| Print |
FaceBook Twitter Google