განათლება
იაკობ გოგებაშვილის „დედა ენით“ სწავლებისთვის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდა
განათლების და მეცნიერების სამინისტრო ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, „დედა ენა“ – ქართული საანბანე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს მოამზადებს და სასწავლო პროცესისთვის დაბეჭდავს.

ამის შესახებ ინიციატივა პარლამენტში, პარლამენტის წევრებმა ზაზა გაბუნიამ და მარიამ ჯაშმა წარადგინეს.
„დედა ენა“ – ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი, გარდა იმისა რომ არის საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, ის ასევე არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანილი ნომინაციის – „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ – ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი.
საერთაშორისო კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ითხოვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას, რაც კონვენციის შესაბამისად გულისხმობს ზომების მიღებას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იყოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანობა, მათ შორის მისი იდენტიფიკაცია, დოკუმენტირება, კვლევა, შენარჩუნება, დაცვა, პოპულარიზაცია, მისი როლის ამაღლება და მისი გადაცემა უმთავრესად ფორმალური და არაფორმალური განათლების მეშვეობით.აგრეთვე ასეთი მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტის აღორძინება რაც „დედა ენა“ – ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდის შემთხვევაში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ჩართოს აღნიშნული წიგნი სასწავლო პროცესში“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

| Print |
FaceBook Twitter Google