განათლება
მეშვიდე კლასს ახალი საგანი – „მოქალაქეობა“ დაემატება
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სექტემბრიდან მე-7 კლასში ახალი საგანი მოქალაქეობა შემოდის.


მინისტრის მოადგილის ირინა აბულაძის განცხადებით, განმარტებით, ახალი საგნის ფარგლებში მე-7 კლასელი ბავშვები, ქვეყნის სამართლებრივ ჩარჩოებს, დასავლურ მისწრაფებებს, ადამიანის უფლებებს და სხვა საკითხებს გაეცნობიან.
„მე-7 კლასიდან იწყება საბაზო საფეხური, შესაბამისად საკითხები იქნება დაწყებული სამართლებრივი, საკანონმდებლო ჩარჩოებიდან, სახელმწიფო მოწყობით დამთავრებული, ასევე საქართველოს მიმართება ევროკავშირთან და დასავლურ ქვეყნებთან. გაიგებენ რა ვალდებულებები გვაქვს საერთაშორისო საზოგადოებასთან, გაეცნობიან ისეთ საკითხებს როგორიცაა მოქალაქეობა, რა არის მათი პასუხისმგებლობები. მისაღწევ შედეგებში ასევე არის გათვალისწინებული ის, რომ ადამიანი, ამ შემთხვევაში მოსწავლე, არის პიროვნება და უნდა გააცნობიეროს მის ირგვლივ არსებული რეალობა, განსხვავებულობა რაც ხდება საზოგადოებაში რელიგიური, ეთნიკური თუ სხვადასხვა კუთხით, უნდა იცოდეს რა არის ტოლერანტობა.

მისივე თქმით, სკოლებში საგნის დანერგვა ხელს შეუწყობს ძალადობის და აგრესიული დამოკიდებულებების აღმოფხვრას, განსაკუთრებით კი თინეიჯერებში.

| Print |
FaceBook Twitter Google