განათლება
მანდატურის სამსახურმა 120 ვაკანსია გამოაცხადა
მანდატურების სამსახურმა 120 თანამშრომელზე ვაკანსია გამოაცხადა. უწყების ინფორმაციით, 2022 წლისთვის მანდატურის სამსახური საქართველოში არსებული სკოლების 85%-ში იქნება წარმოდგენილი.

იმ მცირეკონტიგენტიან სკოლებში კი, სადაც მათ კადრები არ ეყოლებათ, სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები იმუშავებენ. კახეთში კონკურსი : წნორის, გურჯაანის, თელავის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, ახმეტისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლებში გამოცხადდა. ასევე გამოცხადდა: აჭარის ,გურიის რეგიონი,იმერეთის ,მცხეთა-მთიანეთის ,სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ,სამცხე-ჯავახეთის ,რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის ,შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.



| Print |
FaceBook Twitter Google