მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წლის
საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდებიან: 2019 წლის
ისტორიის საუკეთესო მასწავლებელი; 2019 წლის გეოგრაფიის საუკეთესო
მასწავლებელი და
2019 წლის სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებელი;
თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდება ერთი
გამარჯვებული. მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს საჯარო
და კერძო სკოლების ისტორიის , გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების
უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს ასაკისა და პედაგოგიური
სტაჟის მიუხედავად. კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და
პედაგოგმა საკუთარი კანდიდატურა თვითონ უნდა წარადგინოს. რეგისტრაცია
23 სექტემბერს დაიწყო და 7 ოქტომბერს დასრულდება.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ
ბმულს. აპლიკაციებში ყველა ველის შევსება
სავალდებულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე კონკურსს
გამოეთიშება.
მასალის გამოყენების პირობები