ჩემს ენას ვერ ვიგებ - რა ხარვეზებია აზერბაიჯანული სახელმძღვანელოების თარგმანში
14:54 / 07.10.2019
ილგარა, რუზანა და სეიდასადი მეთორმეტეკლასელები არიან. მათ მთავარ
პრობლემას არასრლულყოფილად ნათარგმნი სახელმძღვანელოები წარმოადგენს.
-„მასწავლეებლი კი გვიხსნის, მაგრამ როცა სახლში მივდივართ, იქ ვეღარ
ვმეცადინეობთ, გაუგებრად, რთული ენით წერია, ნაწილი კი ქართულადაა,
ჩემი კლასელების უმრავლესობას კი ქართული არ ესმის. ეს წიგნები ისეა
შედგენილი, ჩვენ კი არა, უფროსებსაც გაუჭირდება გაგება. რა უნდა
ვქნათ, უნდა ავდგეთ და ინტერნეტში მოვძებნოთ ინფორმაცია. ჩვენ თემში
ინტერნეტი მხოლოდ 40%-ს აქვს, ზოგს არც ტელეფონი გააჩნია და არც
კომპიუტერი,“-ამბობს რუზანა გუსეინოვა.
ამ პრობლემაზე საუბრობს ილგარა მამედოვაც.
„ ჩემ ენას ვერ ვიგებ, ზოგიერთი ისეთი სიტყვაა, ვერ ვხვდები
აზერბაიჯანულია თუ არა. წინადადებები არეულია, ერთი სიტყვა რომ უნდა
იყოს ბოლში, ხან თავშია და ხან შუაში. ზოგჯერ, კითხვებზე პასუხის
საერთოდ არ არის გაკვეთილში. ინტერნეტში მოძებნაა საჭირო, თუმცა
ყველას ხომ არ აქვს ამისი შესაძლებლობა?! ვფიქრობ ინტერნეტი არ უნდა
გვჭირდებოდეს, მოსწავლის ინტერნეტი წიგნია და იქ უნდა იყოს ყველაფერი.
ამ წიგნებით მასწავლებლებიც არ არიან კმაყოფილი თუკი მასწავლებელმა არ
იცის ქართული და გაკვეთილის ნაწილი ქართულადაა, ჩვენ როგორ უნდა
გვასწავლოს?
სეიდასადმა ქართული ენა კარგად იცის, ვისაც გაკვეთილის გაგება უჭირს,
ის უთარგმნის.
„როცა ქართულად წერია ტექსტი, ბავშვები მეუბნებიან, ასად,
გადაგვითარგმენო. მე კი ვუთარგმნი, ვეხმარები, მაგრამ მხოლოდ ჩემი
დახმარებით არ გამოვა რამე. რამე უნდა შეიცვალოს.“ სამოქალაქო
ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი
შალვა ტაბატაძე იმ მიზეზებს ხსნის, რის გამოც არაქართულენოვანი
მოსწავლეები არასწორად შედგენილი სახელმძღვანელოებით სწავლობენ.
-„შვიდი წელია მოსწავლეები ამ სახელძღვანელოებით სწავლობენ. ამ
წიგნების შემოტანა იყო პოლიტიკური თანამდებობის პირების აჩემება,
რომლებმაც განათლების სისტემის შესახებ არაფერი იციან. მათ მიაჩნდათ,
რომ თუ სახელმძღვანელოების 30% ქართულ ენაზე იქნებოდა, ამით მოსწავლე
ენას ისწავლიდა. თუმცა ამან შედეგი ვერ მოიტანა, წარმოუდგენელია
გაუმართლებელმა გადაწყვეტილებებმა რამე შედეგი მოგვცეს. აქ მთელი
პრობლემა ისაა, თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები სამინისტროში და იქ
მსხდომი ექსპერტები რა რეაგირებას ახდნენ ამაზე. 2013 წელს
ინტელექტუალური საკუთრება ჩამოერთვათ გამომცემლობებს და ბეჭდვის
პასუხისმგებლობა თავად აიღო განათლების სამინისტრომ, თუმცა 7-12
კლასის სახლმძღვანელოების თარგმანი ვერ უზრუველჰყო. არაქართულენოვანი
მოსწავლეები სახელძღვანელოების გარეშე დარჩნენ და ისევ ძველი
2006-2011 წლების სახელძღვანელობეით სწავლობენ,“-ამბობს ტაბატაძე.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელი
მოსწავლეებისთვის სკოლებში ახალ წიგნებს ეტაპობრივად შეიტანენ. ახლა
1-6 კლასის სახელმძღვანელოები ითარგმნება, შემდეგ კი ზედა კლასებიც
ჩანაცვლდება, თუმცა როდის, უწყებაში არ აკონკრეტებენ.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოზიციებზე, საქართველოს
მასშტაბით, ვაკანსია გამოცხადდა. როგორც გურჯაანის
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი
speqtri.ge-სთან ამბობს, მათ გასული წლის დეკემბერში უკვე იცოდნენ,
რომ აღნიშნულ პოზიციებზე ღია კონკურსი გამოცხადდებოდა.
მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით,
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული
სტუდენტებისთვის ალექსანდრე ცხვედელაძის სახელობის სტიპენდია დაწესდა.
საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი იწყება.
კანდიდატების რეგისტრაცია 2024 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 29
თებერვალს დასრულდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის
უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეობის მქონე დირექტორობის კანდიდატს,
რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 3 წლის
გამოცდილება, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ
ერთწლიანი გამოცდილება.
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ.
დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან
7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით
ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა
სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი
ა.ბ.
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში,
ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც
დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის
დასახელებები.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის
რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები
თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების
კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი
მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და
საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ
მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის
ნორმებს.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის
(FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში
ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ
მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში
რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის
მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი
კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე
„საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი
ადგილის მფლობელია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები