მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსის შემთხვევებმა იმატა, გურჯაანის
ბაღებში სწავლა არ გადაიდება.
ზამთრის არდადეგების შემდეგ, გურჯაანის 37- ვე ბაგა-ბაღში სასწავლო
პროცესი 13 იანვარს განახლდება.
სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის, ლელა
თევდორაშვილი თქმით, პროცესის გადადების მიზეზი არ არსებობს. „ყველა
სასწავლო დაწესებულება მზად არის ბავშვების მისაღებად. ამ დროისთვის,
როგორც ვიცი, ვირუსებთან დაკავშირებით საშიშროება არ არსებობს.“
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ ეტაპზე ძირითადად ბე ტიპის ვირუსი
ცირკულირებს.
მასალის გამოყენების პირობები