განათლება
მეთორმეტე კლასის ექსტერნატის გამოცდების განრიგი ცნობილია
მე-12 კლასის ექსტერნატის გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია . გამოცდები ცენტრალიზებულად (საგანმანათლებლო რესურსცენტრებში), ელექტრონული ფორმით ჩატარდება.

საგნების მიხედვით განრიგი ასეთია:  ქართული ენა და ლიტერატურა - 25 თებერვალი. პირველი სესია 10:00 სთ , მეორე სესია 13: 00 საათი.
მათემატიკა - 26 თებერვალი. პირველი სესია 10:00 სთ , მეორე სესია 13:00 სთ
ისტორია - 27 თებერვალი. პირველი სესია 10:00 სთ, მეორე სესია 13:00სთ.
სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება -23 თებერვალი. პირველი სესია 10:00 სთ, მეორე სესია 13:00 სთ.
ინგლისური ენა - 2 მარტი. პირველი სესია 10:00 სთ, მეორე სესია 13:00 სთ.

მეთორმეტე კლასის ექსტერნატის წესით დაძლევის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გამოცდები დამატებით ჩააბარონ მიმდინარე წლის ივნისშიც. მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევისთვის დამატებით გამოცდაზე რეგისტრაციის ვადად დადგინდა 2020 წლის 1-ლი ივნისიდან 2020 წლის 5 ივნისის ჩათვლით პერიოდი. ამ შემთხევაში კი ექსტერნატის გამოცდა ჩატარდება 2020 წლის 15 ივნისიდან 2020 წლის 24 ივნისის ჩათვლით პერიოდში.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გამოცდა /