განათლება
რომელი მოდელით შეფასდებიან გურჯაანის საჯარო სკოლების მოსწავლეები
როგორც ცნობილია, საჯარო სკოლების მოსწავლეები სასწავლო წლის დასასრულს ორი მოდელით შეფასდებიან.
შეფასების ფორმები ასეთია:

1. მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ პირველ სემესტრში მიღებული ქულა;

2. ფორმა N2 - მოსწავლის 2019-20 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ პირველი სემესტრის ქულისა და მეორე სემესტრის, ექვსი კვირის განმავლობაში (ეს ექვსი კვირა პანდემიამდე) გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში მიღებული ცოდნის მიხედვით შეფასდებიან. ამის შესახებ speqtri.ge-ს გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსენტრის ხელმძღვანელმა დალი მინდიაშვილმა განუცხადა.

-"აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული არა მარტო მეორე სემესტრის ექვსი სასწავლო კვირა, არამედ ონლაინ სწავლების რეჟიმში მიღებული ცოდნაც. ძალიან დიდი შრომა იყო ჩადებული ონლაინ სწავლების განსახორციელებლად მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხირდან. აღსანიშნავია მშობლების ჩართულობაც. ჩავთვალეთ, რომ არ უნდა დაგვეკარგა ის შრომა, რაც ამ პერიოდში საგანმანათლებლო სისტემის ყველა რგოლმა გასწია,"-აღნიშნა დალი მინდიაშვილმა.


ამავე თემაზე:
მოსწავლეები სკოლებში ახალი მოდელით შეფასდებიან
| Print |
FaceBook Twitter Google