განათლება
მერხებს შორის ერთმეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული- მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია
სექტემბერში სასწავლო პროცესის განახლების შემთხვევაში სკოლებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნები ინდივიდუალურად მოარგებენ თავინთ სპეციფიკას. საქართველოს შემთხვევაში, მედიკოსების აცხადებენ, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაციის შენარჩუნების შემთხვევაში სექტემბერში სწავლის განახლება შესაძლებელი იქნება. ინფექციონისტის მაია ბუწაშვილის განმარტებით ძირითად რეკომენდაციად სოციალური დისტანცირება რჩება.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა დოკუმენტი სკოლების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. ეს არის წესები, რომლებიც უნდა დავიცვათ. მერხებს შორის ერთმეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული, სასკოლო ტრანსპორტში ბავშვები მეჩხერად უნდა იყვენ განლაგებული, სკოლები აღჭურვილი უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებებით. პირბადეზე ასე მკაფიო რეკომენდაცია არ არის, მცირე ასაკის ბავშვებისთვის რთულია და ამიტომ მისი ტარება ინდივიდუალური განხილვის თემა უნდა იყოს, მაგრამ არის ისეთი სპეციფიკური რეკომენდაცია, რომ ხანდაზმულმა ოჯახის წევრებმა არ წაიყვანონ და არ მოიყვანონ ბავშვები სკოლაში, რადგან ეს ადამიანები რისკჯგუფში არიან“

რაც შეეხება სექტემბრიდან სწავლის განახლების შესაძლებლობას, მაია ბუწაშვილის თქმით, დღევანდელი ეპიდსიტუაციის შენარჩუნების შემთხვევაში, სექტემბრიდან სასწავლო პროცესის აღდგენა შესაძლებელი იქნება.


| Print |
FaceBook Twitter Google