განათლება
ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა, განათლების სამინისტრო მზადაა, გამოაცხადოს გამოცდების ზუსტი თარიღები. მისი ინფორმაციით, 2020 წლის ეროვნული გამოცდები 6 ივლისიდან დაიწყება.


„საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება 6 ივლისიდან და 25 ივლისის ჩათვლით. 25 ივლისს გაიმართება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, სამაგისტრო გამოცდები ჩატარდება 1-დან 4 აგვისტოს ჩათვლით. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს 24 საგამოცდო ცენტრში. განათლების სამინისტროს მხრიდან ყველა ღონისძიება იქნება გათვალისწინებული, რაც რეკომენდაციების სახით არის გაწერილი.“

ნუნუ მიცკევიჩის თქმით, წელს გამოცდებში სულ მონაწილეობას იღებს 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი.


| Print |
FaceBook Twitter Google