განათლება
სასწავლო წელი დაიწყოს 1 სექტემბერს - საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციის პეტიცია
ა(ა)იპ საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია მიმართავს მთავრობას და განათლების სამინისტროს, რომ ახალი სასწავლო წელი პირველ სექტემბერს დაიწყოს. სწავლების ფორმის შესახებ გადაწყვეტილება კი სკოლებმა ინდივიდუალურად მიიღონ.


„მივმართავთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს!

1. 2020-2021 სასწავლო წელი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დაიწყოს 2020 წლის 1 სექტემბერს;

2. თუ მოხდა კოვიდ ვირუსის გავრცელება, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებმა, მათი შესაძლებლობიდან გამომდინარე, თავად მიიღონ გადაწყვეტილება რა ფორმით გააგრძელებენ სწავლას:

ა) სრულად დისტანციურ რეჟიმში;

ბ) შერეულ რეჟიმში: ნაწილი დისციპლინები დისტანციურად და ნაწილი ჩვეულებრივ. ამ გეგმის ეფექტურად განსახორციელებლად შესაძლებელია კლასების გაყოფა და მოსწავლეების დღეგამოშვებით დაბარება, სმენებში გადანაწილება და ა.შ. სკოლებს ინდივიდუალურად შეუძლიათ მათთვის კომფორტული სქემის შედგენა.

გ) გააგრძელებენ სწავლას ჩვეულებრივ რეჟიმში, სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით.“ - აღნიშნულია პეტიციაში.

პეტიცია 16 ივნისს შეიქმნა. იმისათვის, რომ აღნიშნული საკთხი მთავრობის სხდომაზე განიხილონ, საჭიროა 30 დღეში 10 000 ხელმოწერის შეგროვება.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები პეტიცია / სკოლა /