განათლება
დაწყებითი კლასის მოსწავლეებს გაკვეთილები სასკოლო სივრცეში ჩაუტარდებათ
დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, გაკვეთილები სკოლის შენობაში ჩაუტარდეთ. ამის შესახებ განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში წერია. საგანმანათლებლო დაწესებულებებს თავად შეუძლიათ განსაზღვრონ საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო.

უწყების ინფორმაციით, სკოლებს სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს, შესაძლებლობა ექნებათ:

თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა (მინ. 30-წუთიანი გაკვეთილები);

განსაზღვრონ საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით (08:30 სთ; 08:45 სთ; 09:00 სთ);

განსაზღვრონ და მოქნილად დააორგანიზონ ცვლები;

საჭიროების შემთხვევაში ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ რამდენიმეცვლიან მოდელზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით;

სკოლებმა მოსწავლეების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით შეუძლია დანერგონ შერეული (ე.წ. ჰიბრიდული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად) სწავლების საკუთარი მოდელი;

სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე;

| Print |
FaceBook Twitter Google