განათლება
I-XI კლასების პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის ვადები ცნობილია
I-XI კლასში/სემესტრში შემავალი საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ჩატარების და ექსტერნად რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა.

მინისტრის ბრძანების თანახმად, გამოცდაზე ექსტერნად რეგისტრაციის ვადა 24 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა. სკოლის ექსტერნატი გამოცდები კი 2 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.
გამოცდაზე გასვლის უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ჩამოშორებული არიან სასწავლო პროცესს და არ აქვთ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე იმ პირებს, რომლებიც სწავლობენ სკოლაში, თუმცა მათი ასაკი აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ მინიმალურ ასაკს და გამოთქვამენ სურვილს პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევასთან დაკავშირებით.

| Print |
FaceBook Twitter Google