განათლება
სკოლა ვალდებული იქნება სამედიცინო პუნქტებისთვის პირობები შექმნას
სკოლა ვალდებული იქნება სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობები შექმნას. „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტმა განიხილა

ინიცირებული ცვლილების თანახმად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი დაამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის სტანდარტს.
„კოვიდ19-მა დაგვანახა, რომ ეს აქტუალური საკითხია და სწორად, კომპლექსურად უნდა იყოს გადაჭრილი. აღსანიშნავია, რომ სამინისტროში უკვე მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის სტანდარტის შემუშავების პროცესი“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილმა.

კანონპროექტის თანახმად, 2023 წლის 1-ლ იანვრამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირება.

| Print |
FaceBook Twitter Google