განათლება
ველისციხის სკოლა დღეიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში დღეიდან სასწავლო პროცესი დისტანციური რეჟიმით გაგრძელდება. ამის შესახებ განცხადება კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შიოშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.
მისი თქმით,  გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც სკოლაში კორონავირუსით დაინფიცირების 5 შემთხვევა გამოვლინდა. 

სოფელ ველისციხის საჯარო სკოლაში 540 მოსწავლეა.

ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 90- ს გადააჭარბა.


| Print |
FaceBook Twitter Google