განათლება
გურჯაანის პირველი ბაგა- ბაღი დაიკეტა
დღეიდან გურჯაანის ნომერ პირველი საბავშვო ბაგა- ბაღი კორონავირუსის გამო დაიკეტა. სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის ლელა თევდორაშვილის თქმით, დაწესებულებაში კოვიდინფიცირების უკვე ოთხი შემთხვევა გამოვლინდა.

„შემთხვევების მატების გამო, გუშინ მივიღე რეკომენდაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვიდან, რომ დაგვეკეტა. დანარჩენ ბაღებში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა. მხოლოდ ორი შემთხვევა იყო გურჯაანის მეორე და ვეჯინის ბაღში, თუმცა ორივე თანამშრომელი იმ პერიოდში სამსახურში არ დადიოდა. აქედან გამომდინარე საშიშროება არ არსებობდა.“

ლელა თევდორაშვილის თქმით, შენობას დეზინფექცია ჩაუტარდება და თუ სიტუაცია არ გართულდა სასწავლო პროცესი ორი კვირის შემდეგ განახლდება. შეგახსენებთ, რომ პირველ ბაღში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასულ კვირას დაფიქსირდა.

| Print |
FaceBook Twitter Google