განათლება
გურჯაანის ბაგა-ბაღები იკეტება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბაღებში კორონავირუსით დაინფიცირებული თანამშრომლების რაოდენობამ იმატა.აქედან გამომდინარე, სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, ბაღების დაკეტვასთან დაკავშირებით.

როგორც გაერთიანების ხელმძღვანელმა, ლელა თევდორაშვილმა speqtri.ge-სთან საუბარშიაღნიშნა, ორშაბათიდან სკოლამდელ დაწესებულებებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყდება.
„ კოვოდინფიცირებული თანამშრომლების მატებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება,რომ ყველა ბაღი დაიკეტოს. ორშაბათიდან დაიკეტება განუსაზღვრელი ვადით. მუშაობას განაგრძობს მხოლოდ ერთი, ნომერ მეოთხე ბაღი, სადაც დასაქმებული მშობლების ბავშვები ივლიან. ყველა ბაღიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ დროისთვის 60 მშობელია მსურველი, ამიტომ გაიხსნება სამი ჯგუფი. საჭიროების შემთხვევაში,ჯგუფებს კიდევ დავამატებთ. “

მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა სასურსათო პაკეტებზე იმ ბავშვებისთვის , რომლებიც დათხოვილები იქნებიან. შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში კახეთში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონშისულ ინფიცირებულთა რაოდენობამ 787- სმიაღწია.

| Print |
FaceBook Twitter Google