განათლება
გურჯაანის ოთხი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
დღეიდან გურჯაანის ოთხი საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით მიზეზი სკოლაში დაფიქსირებული კოვიდშემთხვევებია.

„ოთხ სკოლაზე გაცემულია რეკომენდაცია, ესენია: გურჯაანის ნომერ მეორე, მესამე , მეოთხე და ჩუმლაყის საჯარო სკოლა, რომლებიც დღეიდან 21 ნოემბრის ჩათვლით სრული ელექტრონული სწავლების მოდელზე გადავლენ. მიზეზი მოსწავლეთა და პედაგოგთა შორის გამოკვეთილი კოვიდინფექციის შემთხვევებია. “

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი მონაცემებით კახეთში კორონავირუსის 133 შემთხვევა გამოვლინდა.

| Print |
FaceBook Twitter Google