განათლება
ქალაქ გურჯაანის ორ სკოლაში კორონავირუსი დაფიქსირდა
გურჯაანის #2 და #4 საჯარო სკოლებში კორონავირუსი დაფიქსირდა,რის გამოც მეშვიდე კლასის მოსწავლეები დისტანციურად ისწავლიან
საგანამანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, პროცესი ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
„დღეიდან ჰიბრიდულ მოდელზე გადავა მეორე და მეოთხე საჯარო სკოლა. რაც იმას ნიშნავს რომ ორივე სკოლაში კონკრეტული კლასი გადავა დისტანციურ სწავლებაზე. დანარჩენი კლასები კი, კი ჩვეულებრივ დასწრებით სწავლებას
გააგრძელებენ. ორივე სკოლის მეშვიდე კლასებში მოსწავლეებს დაუდასტურდათ კორონავირუსი და ამის გამო გახდა აუცილებელი ამ გადაწყვეტილების მიღება. “

შეგახსენებთ, რომ გუშინ კორონავირუსის გამო დისტანციურ სწავლებაზე ბაკურციხის საჯარო სკოლა გადავიდა.

| Print |
FaceBook Twitter Google