განათლება
2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მაქსიმალური ქულები, ასევე საგამოცდო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მაქსიმალური ქულების ოდენობას აქვეყნებს.

მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური ქულა 70-ია, მათემატიკაში - 51, უცხო ენაში- 80.

იხილეთ დეტალურად.

საგანი/გამოცდა

მაქსიმალური ქულა

გამოცდის ხანგრძლივობა

ქართული ენა და ლიტერატურა

70

3 საათი და 45 წუთი

ზოგადი უნარები

 

80

ვერბალური ნაწილი 1 საათი და 35 წუთი

მათემატიკური ნაწილი 1 საათი და 35 წუთი

უცხოური ენები

80

2 საათი და 30 წუთი

ლიტერატურა

70

4 საათი

მათემატიკა

51

3 საათი

ისტორია

60

2 საათი და 40 წუთი

გეოგრაფია

60

2 საათი და 40 წუთი

ბიოლოგია

70

2 საათი და 30 წუთი

ქიმია

63

3 საათი

ფიზიკა

63

3 საათი

სტუდენტთა საგრანტო კონკურსი

42

2 საათი და 35 წუთი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

70

3 საათი

სამოქალაქო განათლება

60

3 საათი და 10 წუთი

აფხაზური ენა

70

3 საათი და 45 წუთი

ოსური ენა

70

3 საათი და 45 წუთი



როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში განმარტავენ, აბიტურიენტს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის უცხოური ენისა და მათემატიკის გამოცდებში დააგროვებს ამ საგნებისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, ზოგადი უნარების გამოცდაში - 30%-ზე მეტს, ხოლო ყველა სხვა საგანში - მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.
| Print |
FaceBook Twitter Google