განათლება
გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლაზე გადადის
გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლა ორშაბათიდან სრულ ონლაინსწავლებაზე გადადის. როგორც ჩვენთან საუბარში საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, დალი მინდიაშვილმა განმარტა, ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით მოქმედებენ.
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მოგვცა რეკომენდაცია, რომ ორშაბათიდან პირველ მარტამდე მეოთხე საჯარო სკოლა გადავიდეს სრულ დისტანციურ რეჟიმზე. ამჟამად ვამზადებთ დოკუმენტებს სამინისტროში წარსადგენად, რომ შესაბამისი აქტი გამოიცეს. რაც შეეხება დანარჩენ სკოლებს, სიტუაცია ისევ იგივეა.“

მისივე თქმით, ახაშნისა და კაჭრეთის საჯარო სკოლები 22 თებერვლამდე დისტანციურ სწავლებაზეა. ბაკურციხის სკოლა ორშაბათიდან განაახლებს სწავლას, ასევე ორშაბათამდე გაგრძელდება ჰიბრიდული სწავლება მეორე საჯარო სკოლაში.

| Print |
FaceBook Twitter Google