განათლება
პირველი საჯარო სკოლა ჰიბრიდულ სწავლებაზე გადავიდა
ქალაქ გურჯაანის პირველი საჯარო სკოლის პირველ და მეექვსე კლასში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, ამიტომ კლასები ჰიბრიდულ სწავლებაზე გადავიდნენ.

საგანამანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, დანარჩენ სკოლებში სიტუაცია უცვლელია.
„დანარჩენ სკოლებში იგივე სიტუაციაა, რაც აქამდე იყო. ბაკურციხე გუშინ დაბრუნდა სწავლების ჩვეულ რეჟიმზე. კაჭრეთის და ახაშნის სკოლა 19 -ის ჩათვლით იქნება ონლაინრეჟიმზე. ხოლო მეოთხე სკოლა - 26 თებერვლის ჩათვლით. რაც შეეხება მეორე საჯარო სკოლას, იქაც რამდენიმე კლასი 19 თებერვლის ჩათვლით დარჩება ჰიბრიდულ სწავლებაზე.“

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სწავლა პირველი თებერვლიდან განახლდა.

| Print |
FaceBook Twitter Google