განათლება
მუკუზნის სკოლა ონლაინრეჟიმზე 18 მარტამდე რჩება
საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ 15 მარტიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.
საგანამანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, ონლაინრეჟიმზე ამჟამად მხოლოდ მუკუზნის საჯარო სკოლაა.
„გუშინ ყველა სკოლაში განახლდა სწავლა. ერთადერთი მუკუზნის სკოლაა, რომელიც კვლავ ონლაინსწავლებაზეა. კოვიდინფექცია სოფელში რამდენიმე ოჯახს დაუდასტურდა და ონლაინრეჟიმზე ამის გამო გადავიდა.“

მისივე თქმით, სკოლა 18 მარტიდან ჩვეულ რეჟიმში განაახლებს მუშაობას.

| Print |
FaceBook Twitter Google