განათლება
მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის ფინალში ექვსი გუნდი გადავიდა
გურჯაანის კულტურის ცენტრში მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის ნახევარფინალი გაიმართა.

მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის თამარ ფურცელაძის განმარტებით, ფინალში ექვსი გუნდი გადავიდა.
„ნახევარფინალში 12 საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. ფინალში, ექვსი გუნდი გადავიდა. ესენია: მეორე საჯარო სკოლის გუნდი " უნივერსალი"; სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის გუნდი "დარდიმანდი"; სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის გუნდი " ვიო ე"; პირველი საჯარო სკოლის გუნდი " პიკი"; სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის გუნდი " აშენდა"; სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლის გუნდი "აუ, რა ჩავიცვა"; ფინალის ჩატარების თარიღი ჯერჯერობით არ არის ცნობილი“

ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვით ჩატარდა. 

| Print |
FaceBook Twitter Google