განათლება
გასაჩივრების შედეგად ქულა 1 435 აბიტურიენტს შეეცვალა
2021 წლის აბიტურიენტთა აპელაციის შედეგები და გათანაბრებული ქულების ცხრილი უკვე გამოქვეყნდა.შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, აპელაციის შედეგად ქულა ათასზე მეტ აბიტურიენტს შეეცვალა.

“სულ შემოვიდა 3 355 სააპელაციო განაცხადი (ნაშრომების საერთო რაოდენობის 3%) და შეფასება შეიცვალა 1 435 შემთხვევაში”, – აცხადებენ ცენტრში.
უწყებისვე ინფორმაციით, ქულის ცვლილება მოხდა როგორც დაკლების, ისე ქულის მომატების კუთხით.

ცნობისთვის, იმ პირს, რომელმაც აპელაციის შეტანის ვადის დასრულებამდე გააუქმა სააპელაციო განაცხადი, თანხა დაუბრუნდება უკან. ასევე თანხა სრულად ბრუნდება გამოსაცდელის ანგარიშზე აპელაციის დროს ქულის ცვლილების (დაკლების ან მომატების) შემთხვევაშიც. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით დეტალური ინსტრუქცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.

| Print |
FaceBook Twitter Google