განათლება
გურჯაანის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა
დღეს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდა. როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირეტქორმა ლელა თევდორაშვილმა განაცხადა, პროცესი კოვიდრეგულაციების სრული დაცვით დაიწყო.

„გურჯაანის საბავშვო ბაგა - ბაღებმა განაახლეს სააღმზრდელო პროცესი. პროტოკოლი რომელიც შემუშავებულია, ყველა ბაღში ზუსტადაა დაცული. საუბარია სანიტარულ- ჰიგიენური პირობების დაცვაზე, თერმოსკრინინგზე, ხელების დეზინფექციაზე, აუცილებელია დეზობარიერის გავლა, მშობლები ისევ არ დაიშვებიან შენობაში და ა.შ. ხუთშაბათს და პარასკებს ყველა თანამშრომელმა ჩაიტარა ტესტირება. ასე, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს. დღეს 37 სააღმზრდელო დაწესებულებიდან 14-მა ბაღმა არ განაახლა პროცესი, რადგან იქ განთავსებული იყო საარჩევნო უბნები. მათ ორი დღე მივეცით რომ ჩაატარონ დასუფთავება დეზინფექცია. დანარჩენ ბაღებში 1950 ჩარიცხული ბავშვიდან გამოცხადდა 586 აღსაზრდელი. “

მისივე თქმით, ხვალიდან დარჩენილი 14 ბაღიც განაახლებს სააღმზრდელო პროცესს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბაღი / გურჯაანი /