განათლება
გურჯაანის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა
დღეიდან, საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. დასწრებულ რეჟიმში დაიწყო სწავლა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლებშიც.

საგანმანათლებლო რესურსცენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მერი მირველაშვილის ინფორმაციით, გაკვეთილებზე მოსწავლეთა 95% გამოცხადდა.
„რაიონში სულ 25 სკოლაა და დღეს ყველგან განახლდა სასწავლო პროცესი. სკოლები უზრუნველყოფილია პანდემიის მართვისათვის საჭირო ყველა რესურსით. სასწავლო პროცესის დაწყებამდე ერთი დღით ადრე სკოლის შენობებში დეზინფექცია ჩატარდა. კორონავირუსის შემთხვევა არსად არ დაფიქსირებულა. გაფრთხილებული გვყავს სკოლის დირექტორები თუ რაიმე საეჭვო შემთხვევა იქნება სასწრაფოდ მოგვაწოდონ ინფორმაცია. იმ სკოლებში სადაც საარჩევნო უბნები იყო, გუშინვე ყველაგან დასუფთავდადა ჩატარდა დეინფექცია. ასე რომ არცერთ სკოლას არ შეშლია ხელი სასწავლო პროცესის დაწყებაში.“

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გურჯაანი / სკოლა /