განათლება
სოფელ მაშნაარში ახალი სკოლა აშენდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარში ახალი სკოლა აშენდა, რომელიც დღეს კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგილაშვილმა ოფიციალურად გახსნეს. სოფელ მაშნაარში სკოლა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აშენდა, რომელიც 90 ბავშვზეა გათვლილი. პროექტის ჯამური ღირებულება 1 682 000 ლარს შეადგენს.

„რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და განვითარება ჩვენთვის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ვულოცავ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალ სკოლაში სწავლის დაწყებას "- განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

"სოფელ მაშნაარს ნამდვილად სჭირდებოდა ახალი სკოლა, ძველი შენობა, სადაც მოსწავლეებს და პედაგოგებს სასწავლო პროცესის წარმართვა უხდბოდათ, სავალალო მდგომარეობაში იყო. მუნიციპალური განვითაების ფონდის და სახელმწიფოს თანადგომით ეს გამოწვევა წარმატებით დაიძლია. ჩვენს სოფლებში ახალი სკოლებისა და ბაღების მშენებლობის საკითხები კვლავ აქტუალურია და სულ მალე სოფელ მაჩხაანაც ძალიან ლამაზი და გამოჩეული არქიტექტურის მქონე სკოლა ექნება, - განაცხადა საუბრისას გიორგი გოგილაშვილმა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2020- 2021 სასწავლო წელს 2 სკოლა აშენდა და გაიხსნა, როგორც აღვნიშნეთ, ამ ეტაპზე, სოფელ ქვემო მაჩხაანის ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.




[R]
| Print |
FaceBook Twitter Google