განათლება
დედოფლისწყაროში ცხრა სკოლა დისტანციურ სწავლებაზეა გადასული
დედოფლიწყაროს მუნიციპალიტეტის ცხრა საჯარო სკოლა, დისტანიური სწავლების რეჟიმზეა გადასული. ამის შესახებ speqtri.ge-ს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ეთერ დავითაშვილმა განუცხადა.
მიზეზი კორონავირუსის გახშირებული შემთხვევებია.

-„დისტანციურად სწავლობს სოფელ საბათლოს, სამთაწყაროს, ფიროსმანის, სამრეკლოს, დედოფლისწყაროს #1, ოზაანის, ხორნაბუჯის, ზემო ქედის #1 და ზემო ქედის #2 საჯარო სკოლები. აგრეთვე, ჩვენს მუნიციპალიტეტში ერთი კერძო სკოლაა და იქაც ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს სწავლება. ძირითადად მოსწავლეებს უფიქსირდებოდათ ვირუსი, ოზაანში კი მასწავლებელს დაუდასტურდა, რომელსაც ყველა კლასთან ჰქონდა შეხება,“- აღნიშნა ეთერ დავითაშვილმა.

ცნობისთვის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სულ 15 საჯარო სკოლაა.

| Print |
FaceBook Twitter Google