განათლება
თელავის ცხრა სკოლა დისტანციურ სწავლებაზეა გადასული
კორონავირუსის გახშირებული შემთხვევების გამო, თელავის მუნიციპალიტეტში ცხრა სკოლა დისტანციურად სწავლობს. ამის შესახებ speqtri.ge-ს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ლევან მრელაშვილმა განუცხადა.
-"დისტანციურად სწავლობენ ქალაქ თელავის #1, #3, #5, იყალთოს, ფშაველისა და კისისხევის საჯარო სკოლები. ვირუსი დაუდასტურდათ როგორც მოსწავლეებს, ისე პედაგოგებს.  ზოგიერთ საგანმანათლებლო დაწესებულება ჰიბრუდულ სწავლებაზეა, ანუ ზოგ კლასში საგაკვეთილო პროცესი კლასებში მიმდინარეობს, ზოგან კი ონლაინ,"- აღნიშნა მრელაშვილმა.  

ცნობისთვის, თელავის მუნიციპალიტეტში სულ 27 საჯარო და ერთი კერძო სკოლაა.  



ამავე თემაზე:
დედოფლისწყაროში ცხრა სკოლა დისტანციურ სწავლებაზეა გადასული

| Print |
FaceBook Twitter Google