განათლება
თელავის ექვს სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა
თელავის მუნიციპალიტეტის ცხრა საჯარო სკოლიდან, რომლებიც ონლაინრეჟიმზე იმყოფებოდა, ექვსი საგაკვეთილო პროცესს საკლასო ოთახებში დაუბრუნდა, სამი კი - სწავლას კვლავ დისტანციურად განაგრძობს.
ამის შესახებ speqtri.ge-ს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ლევან მრელაშვილმა განუცხადა.

-"იყალთოს სკოლაში 4 ნოემბერს განახლდება სწავლა, რუისპირის სკოლა რვა ნოემბრამდეა გადასული ონლაინ სწავლებაზე. ქალაქ თელავის #6 სკოლაში, მშობლებმა დაარეგისტრირეს ყველა მოსწავლე დისტანციურ სწავლებაზე 8 ნოემბრამდე. უმრავლესობა სკოლაში გვაქვს ჰიბრიდული მოდელი, ანუ, ზოგან კლასია გადაყვანილი ონლაინ სწავლებაზე, ზოგან - საგანი, "- აღნიშნა მრელაშვილმა.

ცნობისთვის, თელავის მუნიციპალიტეტში სულ 27 საჯარო და ერთი კერძო სკოლაა.

| Print |
FaceBook Twitter Google