განათლება
გაზის გათიშვის გამო გურჯაანის 5 სკოლა ონლაინსწავლებაზე გადავიდა
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გურჯაანს და რამდენიმე სოფელს გაზი გაეთიშა.

როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, დალი მინდიაშვილმა speqtri.ge-სთან საუბარში განმარტა, ამის გამო მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლა ონლაინსწავლებაზე გადავიდა.

„17და18 ნოემბერს ქალაქის პირველი, მეორე, მეოთხე, ასევე სოფელ გურჯაანისა და ვეჯინის საჯარო სკოლები ონლაინსწავლებაზე იქნება. დღეს და ხვალ ბუნებრივი აირი ითიშება. 19 ნოემბრიდან კი სწავლება საკლასო ოთახებში განახლდება.“

დალი მინდიაშვილის თქმით, დანარჩენ სკოლებში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google