განათლება
კომპეტენციის ზღვარი გურჯაანში 44 პედაგოგმა ვერ გადალახა
იანვრიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში რეორგანიზაცია იწყება. პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს, სკოლიდან გაათავისუფლებენ.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, ასეთი სულ 44 პედაგოგია და მათ ამის შესახებ შეტყობინებები უკვე გაეგზავნათ.
„ამჟამად ყველას გაეგზავნა გაფრთხილება, რომ 2022 წლიდან ისინი უკვე აღარ იქნებიან სკოლაში. ორი კვირით ადრე გამოცხადდება კონკურსი.თუ ვაკანტურ თანამდებობაზე არ დარეგისტრირდა ადამიანი, რომელიც აკმაყოფილებს პირობებს, ამის შემდეგ უკვე სკოლა გააკეთებს მოწვევას. ასეთი პედაგოგები არ ყავს: მელაანს, არაშენდას, კალაურს, მეორე სკოლას, მესამე სკოლას, სოფელ გურჯაანსა და ბაკურციხეს. “

მისივე თქმით, სკოლის დირექტორები კონკურს სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე გამოაცხადებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google