თელავის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღები 17 იანვარს გაიხსნა, თუმცა
როგორც speqtri.ge-სთან ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ია
ლუარსაბაშვილი აცხადებს, ბაღებში აღსაზრდელების ნახევარიც კი არ
გამოცხადებულა.
"დასწრება ძალიან ნაკლებია, 50%-იც კი არ დადის. მშობლებს ეშინიათ
კორონავირუსის და ამიტომ არ უშვებენ, ძირითადი მიზეზი ეს არის. რაც
შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, ჯერჯერობით არ დადასტურებია არავის.
სანამ სააღმზრდელო პროცესი განახლდებოდა, წინანდლის #2 ბაღის ოთხ
თანამშრომელს ჰქონდა სიმპტომები. არ გავხსენით, მიუხედავად იმისა, რომ
არ უდასტურდებოდათ კორონა. ეს ბაღი ორშაბათიდან გაიხსნება. დასწრება
ნაკლებია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბაღები დაიხურება. თუ არ
იქნება საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში
გავაგრძლებთ,"-განაცხადა ლუარსაბაშვილმა ჩვენთან საუბარში.
ამ დროისთვის კახეთის ზოგიერთ რეგიონში ბაღებს ფუნქციონირება ჯერ
კიდევ არ განუახლებია.
გურჯაანში სააღმზრდელო დაწესებულებები
24 იანვრიდან გაიხსნება.
მასალის გამოყენების პირობები