განათლება
ორშაბათიდან ონლაინსწავლებაზე გურჯაანის ოთხი სკოლა გადავა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა უმრავლესობა ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. დისტანციური სწავლების პორტალზე დარეგისტრირდა ყველა მეექვსეკლასელი კაჭრეთის საჯარო სკოლაშიც.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, ორშაბათიდან სრულ ონლაინ რეჟიმზე ოთხი სკოლა გადადის.
„დღეის მდგომარეობით დაკეტილია ჩუმლაყის სკოლა. ასევე დღეს კაჭრეთის სკოლაში ერთი კლასის მშობლები დარეგისტრირდნენ ონლაინ სწავლებაზე. გარდა ამისა, ახაშნის სკოლაში ადმინისტრაციული კორპუსის ყველა კლასი 3 თებერვლის ჩათვლით გადავა დისტანციურ სწავლებაზე. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით ორშაბათიდან სრულ ონლაინრეჟიმზე გადავლენ გურჯაანის ნომერ პირველი, მეოთხე, კალაურისა და ვეჯინის საჯარო სკოლები. აქ ბავშვებსა და პედაგოგებს დაუდასტურდათ კორონავირუსი.“ - განუცხადა speqtri.ge-ს დალი მინდიაშვილმა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში ონლაინ სწავლებაზე სულ 500 მოსწავლეა გადასული.

| Print |
FaceBook Twitter Google