განათლება
ახმეტის ბაღებში ბავშვების 40% დადის
სააღმზრდელო პროცესი ახმეტის მუმიციპალიტეტის ოცდათხუთმეტივე საბავშვო ბაღში მიმდინარეობს, თუმცა აღსაზრდელების მხოლოდ 40%-მდე დადის. ამის შესახებ speqtri.ge-ს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, თამუმა ონიაშვილმა განუცხადა.
"24 იანვარს გაიხსნა ბაღები, ზოგან 3 ბავშვი დადის, ზოგან - 24, ეს დამოკიდებულია იმაზე, რომელ სოფელში როგორია ეპიდსიტუაცია. აქტივობა დაახლოებით 40%-მდეა, არ გვაქვს პანიკის და ბაღების დახურვის საფუძველი. თანამშრომლები, რომლებიც სამსახურში არ არიან, ძირითადად თვითიზოლაციაში არიან, რადგან მათი ოჯახის წევრებს დაუდგინდათ კორონა. ვისაც ვირუსი აქვს, ასეთი 30%-ია," - განაცხადა თამუნა ონიაშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google