განათლება
დედოფლისწყაროში დისტანციურ სწავლებაზე 4 სკოლა გადავიდა
დედოფლისწყაროს 15 საჯარო სკოლიდან 4 ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. ამის შესახებ speqtri.ge-ს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ეთერ დავითაშვილმა განუცხადა.
"სრულ დისტანციურ სწავლებაზეა - დედოფლისწყაროს #1 სკოლა, ასევე - ზემო მაჩხაანის, გამარჯვებისა და ზემო ქედის #2 საჯარო სკოლები. ვირუსი უდასტურდებათ მოსწავლეებსაც და ძალიან ბევრ პედაგოგს. არის ისეთი სკოლებიც, სადაც მხოლოდ კლასია გადასული ონლაინ სწავლებაზე. ასეთი ვითარებაა, ჯერჯერობით საგანგაშო არაფერია,"-აღნიშნა ეთერ დავითაშვილმა.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კახეთში კორონავირუსის 1 253 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
| Print |
FaceBook Twitter Google